მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხალხი წამალს ვერ ყიდულობს, ჩინოვნიკები კი ყოველდღიურად მდიდრდებიან, მოსაცილებელი მთავრობაა”

“ხალხი წამალს ვერ ყიდულობს, ჩინოვნიკები კი ყოველდღიურად მდიდრდებიან, მოსაცილებელი მთავრობაა”

ქუთაისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო. მომდევნო წელს ბიუჯეტის 45%-ზე მეტი საჯარო მოხელეების ხელფასებზე დაიხაჯება.

ადგილობრივების თქმით, ქუთაისში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება, მთავრობა კი კიდევ უფრო გამდიდრდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საკუთარი ხელფასების ზრდის ნაცვლად ხელისუფლებამ მოხუცებისა და გაჭირვებულებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.

“ერთი სასაცილო და გასაცოდავებული მთავრობაა, ყველაფრის მკადრებლები. აფთიაქიდან გამოვედი, გაიაფებული წამლებიაო, გაიაფებული კი არა, გაძვირებული დამხვდა. რაც მეტად მდიდარია ხელისუფლება, მეტად ღატაკდება ხალხი. მოსაცილებელი მთავრობაა, მაგრამ არ დაადგათ საშველი, თავისით მაგენი არ წავლებ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქუთაისელების თქმით, ხალხი წამალსაც ვერ ყიდულობს, ჩინოვნიკები კი ყოველდღიურად მდიდრდებიან.

კომენტარები