ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სასტუმრო “აიეტის” სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. “მოკლე ჩართვამ” გამოიწვია.
ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები