მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა”

“ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა”

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაბარებას ეხმაურება.

“ჯალათეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს. ხვალ რომ რამე მოხდეს, ჯალათეამ თქვას, რომ თვითონ არაფერი დაუშავებია. არადა 7 წელზე მეტია, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება” ,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

გუშინ ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს.

კომენტარები