მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ანაზღაურებული იქნეს დაკავებული ხელფასები” – ქართველების გაფიცვა იტალია-ავსტრიის საზღვარზე

“ანაზღაურებული იქნეს დაკავებული ხელფასები” – ქართველების გაფიცვა იტალია-ავსტრიის საზღვარზე

იტალია-ავსტრიის საზღვარზე გაფიცვაა.

ქართველების თქმით, პოლონური სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ტვირთების გადაზიდვას აწარმოებს, თანამშრომლებს ხელფასს დაპირებისამებრ არ უხდის.

ამ დროისთვის 500-მდე ტრაილერია გაჩერებული, აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიას აქვს ერთი თვის დავალიანება და ამავდროულად იანვრის ხელფასი მძღოლებს არასრულად მისცეს.

“დაგვაკლეს 2000 ზლოტი ანუ 400 ევრო, რადგან კვირა დღეს არ გვითვლიან სამუშაო დღედ, მძღოლების მოთხოვნაა, ანაზღაურებული იქნეს დაკავებული ხელფასები და გაგრძელდება მუშაობა ჩვეულებრივად, თუ კი არ უნდათ ჩვენი მუშაობა, ამ შემთხვევაში გადახდილი იქნეს სრულად დავალიანება, ამის შემდეგ მოიყვანონ ვინც უნდათ და კანონიერად გადავაბარებთ მანქანებს როგორც არის წესი, როგორც ხდებოდა აქამდე”, – აცხადებენ გაფიცული ქართველები.

კომენტარები