მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უბილეთო მგზავრს კონტროლიორმა უკბინა

ქუთაისში უბილეთო მგზავრს კონტროლიორმა უკბინა

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის ინციდენტი მოხდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.

თვითმხილეველებმა “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.

ფოტო: არქივი

კომენტარები