გელათის მონასტრის გელათის მონასტრის კეთილმოწესე მამა დავით უმანკოშვილი გახდა.
აღნიშნული სასულიერო პირი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით დადგინდა.
მამა დავითი ათეული წლებია, მოღვაწეობს გელათის მონასტერში და იგი აწ შესვენებულ არქიმანდრიტ მამა იოსების (ბურჯანაძე) სულიერი შვილი იყო.
ინფორმაციისთვის, კეთილმოწესე არის ლოცვა-კურთხევით დადგენილი სასულიერო პირი, რომლის მოვალეობას, სავანის ან სხვა საეკლესიო დანიშნულების მქონე სამყოფელის ცხოვრების წესრიგზე, ზედამხედველობა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.
არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.
სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
კომენტარები