მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელმა ემიგრანტმა ექიმმა მალტაზე ღვინის ბარი “თეთრი ხიდი” გახსნა

ქუთაისელმა ემიგრანტმა ექიმმა მალტაზე ღვინის ბარი “თეთრი ხიდი” გახსნა

მალტაზე ქართველმა ემიგრანტმა, პროფესიით ექიმმა რადიოლოგმა გაგა ბურჯანაძემ ქართული ღვინის ბარი გასული წლის სექტემბერში გახსნა. საამისოდ მზადება 3 წლის წინ დაიწყო, მაგრამ პანდემიამ და კოვიდშეზღუდვებმა “თეთრი ხიდის“ გახსნა შეაფერხა.

გაგა ბურჯანაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა და ბარის სახელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სამომავლოდ “თეთრი ხიდში“ პიკასოს ბიჭის ქანდაკების დადგმასაც აპირებს, რომ ბარი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

“იდეა ბუნებრივად დაიბადა. ერთ-ერთ მალტურ რესტორანში შეფ-მზარეულად ვმუშაობდი და მიღებული გამოცდილების ფონზე გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ საკუთარი გამეკეთებინა. ამის შემდეგ ვცდილობდი, დასახული მიზანი, ნებისმიერი წინაღობის მიუხედავად, ბოლომდე მიმეყვანა. ჩემი მომხმარებლების ძირითადი რაოდენობა ადგილობრივები და ტურისტები არიან. თუმცა, რამდენჯერმე ქართველი ტურისტების მასპინძლობის ბედნიერებაც მქონდა. ადგილობრივი ქართველებიც ხშირად მოდიან ჩვენთან. რაც შეეხება გეგმებს, პერსპექტივაში მაქვს ქართული ღვინის მაღაზიის გახსნა, სადაც ხარისხიანი ღვინის რეალიზებას ვეცდები. დარწმუნებული ვარ, ახალი მაღაზია სასიამოვნო ადგილი იქნება, როგორც მალტელებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. საამისოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ფართის მეპატრონესთან და საქართველოში ღვინის მწარმოებლებთანაც”, – აცხადებს გაგა ბურჯანაძე.

 

 

წყარო: კომერსანტი

კომენტარები