მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის ავტორმა მერიასთან ერთკაციანი აქცია გამართა

ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის ავტორმა მერიასთან ერთკაციანი აქცია გამართა

ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის ავტორმა და ორგანიზაცია “მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის, LLL”-ის” დამფუძნებელმა ბესიკ ადამიამ ქუთაისის მერიასთან ერთკაციანი აქცია გამართა.

მონუმენტის ავტორი მშვიდობის ბურთთან პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს.

ბესიკ ადამია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მშვიდობის მოყვარულია, მშვიდობის მონუმენტთან ამ დრომდე არ მისულა.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთს ხვალ ესტუმრება.

კომენტარები