მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში”

“მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში”

გაფიცული მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზს” პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა მაღაროების მათთვის გადაცემა არ ყოფილა.

მაღაროელები აცხადებენ, რომ ის 14 პუნქტი, რომლის შესრულებასაც კომპანიისგან ითხოვენ, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას ეხება.

“მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში. იყო 14 პუნქტი, რაც ეხებოდა ჩვენი შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას” – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

ჭიათურელი მაღაროელები 17 დღეა, გაფიცული არიან. მათი მოთხოვნა ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურების გაზრდაა.

მათი ნაწილი აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე 4 მაღაროელი შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

კომენტარები