იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ხაშმელაშვილის, ხეთაგურის და ხიზამბარელის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ხაშმელაშვილი – შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.
ხეთაგური – ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.
ხიზამბარელი – გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).
კომენტარები