მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხალხი შველას ითხოვს, ნუ დატოვებთ ბედის ანაბარა” – ჭიათურის სოფლებში კერძო საკუთრების დაზიანებები გრძელდება

“ხალხი შველას ითხოვს, ნუ დატოვებთ ბედის ანაბარა” – ჭიათურის სოფლებში კერძო საკუთრების დაზიანებები გრძელდება

ჭიათურის სოფლებში კერძო საკუთრების დაზიანებები გრძელდება.

ადგილობრივების თქმით, მათი სოფლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც სახლები დაიბზარა და დაინგრა, ეზოები კი დაიმეწყრა.

“სოფელი ითხვისი დღეს – ეს ყველაფერი მიაწერეს მეწყერს. ნებისმიერმა, ვინც არ უნდა ნახოს ეს ფოტო, ყველა მიხვდება, რომ აქ თავის დროზე გვირაბი იყო ნამყოფი. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მეწყერს მიაწერეს ეს ყველაფერი, ეს მანგანუმი წყევლად გვექცა ჭიათურელებს. დღეს შუქრუთის მოსახლეობაა გამოსულია ქუჩაში, შუქრუთში, ისევე როგორც ითხვისში, ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. რა დროს დაიძვრება ეს მიწა და წაიღებს ერთიანად ყველაფერს კაცმა არ იცის. ხალხი შველას ითხოვს, ნუ დატოვებთ ამ ხალხს ბედის ანაბარა, სახელმწიფოს ვალია, იზრუნოს თითოეულ მოსახლეზე. მოსთხოვოს კომპანიას, სრულად იქნეს დაკმაყოფილებული ეს ხალხი საცხოვრებელი ადგილებით, კომპანიამ კუთვნილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მთავარია, ხალხი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ საცხოვრისის გარეშე”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები