თბილისში ნაცემი სტუდენტი ლერი დარჯანია ქუთაისელია.
ქუთაისელ ახალგაზრდას საკუთარ სახლთან 10-მდე პირი ჩაუსაფრდა და ის სასტიკად არის ნაცემი.
სტუდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე კი “ინფო იმერეთთან” მშობლები საუბრობენ.
“ჩემი შვილი მოჭიდავეა, ეს ხელისუფლებამ კარგად იცოდა და მას ათამდე ადამიანი ჩაუსაფრდა და სცემეს, ის არცერთი პარტიის წევრი არ არის, უბრალოდ რუსული კანონის წინააღმდეგ საკუთარ მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად აქციებზე დადიოდა და ხელისუფლების მიერ მიღებულ ამ კანონს აპროტესტებდა. მე ვეტყოდი ხელისუფლებას, ნუ სცემთ მომავალ თაობას, ნუ გვილახავთ შვილებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეთ”, – აცხადებს თბილისში ნაცემი სტუდენტის ლერი დარჯანიას მამა.
კომენტარები