მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერული სტუმარმასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე

იმერული სტუმარმასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე

იმერული სტუმარმასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე – იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ მიმდინარე წელს სარესტორნო მომსახურებებით “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

ირკვევა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სუფრაზე განსაკუთრებით შემწვარი წიწილა, მოხარშული დედალი, მწყერი კეცზე, ბჟიტი ტყემალში და იმერული ხაჭაპური ხიბლავთ.

რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან, საჯარო ინფორმაცია ნაწილმა დამალა და კანონის დარღვევით არ მოგვაწოდა, იმ მუნიციპალიტეტებმა კი, რომლებმაც სარესტორნო ხარჯების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციაზე გვიპასუხეს,

კვებაში უკვე დახარჯული თანხა ციფრებში ასე გამოიყურება:

სამტრედია – 11 400;

ხონი – 8 727 ლარი;

ტყიბული – 7 727 ლარი;

საჩხერე – 6 275 ლარი;

ვანი – 2 500 ლარი;

თერჯოლა – წარმომადგენლობითი ხარჯი 28 992 ლარი;

წყალტუბო – 1 124 ლარი.

ქუთაისმა, ხარაგაულმა და ჭიათურამ სარესტორნო ხარჯებზე ინფორმაცია დამალა და არ მოგვაწოდა.

ზესტაფონის მერიამ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება  ვერ შეძლო და საკანონმდებლო გვერდზე გადაგვამისამართა. ბაღდათის მერიაში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში სარესტორნო ხარჯებზე თანხა გამოყოფილი არ არის.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

 

კომენტარები