მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ყუმური – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ყუმური – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

ყუმური (ყოფ. საპაიჭაო) – სოფელი იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დუცხუნი, მაისაური).

მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 210 მეტრი. ვანიდან 14 კილომეტრი.

XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში.

სოფელში იდგა წმინდა გიორგის, ღვთისმშობლისა და ჯვარცმის ეკლესიები.

სოფელს ადრე საპაიჭაო ერქვა, სახელწოდება გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიცვალა. სახელი გადაერქვა პაიჭაძეების ციხესაც, რომელსაც იმერეთის ბოლო მეფე სოლომონ მეორე 1810 წელს თავს აფარებდა. რუსის ჯარის შესვლის შემდეგ, სოფელში დაანგრიეს ეკლესია, ციხესიმაგრე, გლეხის ტანსაცმელში გადაცმული სოლომონ მეორე კი გვირაბით ახალციხეში გადავიდა.

რუსებმა სოფელში ასევე დაანგრიეს ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ, თამარ მეფის დროს არის აშენებული.

სოფელში არაერთი არქეოლოგიური ნაშთია შემორჩენილი.

კომენტარები