მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“21-ე საუკუნეში იმერეთში, ათეულობით სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს”

“21-ე საუკუნეში იმერეთში, ათეულობით სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს”

იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

ადგილობრივები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სოფლების დიდ ნაწილში ტრანსპორტი კვირაში ერთხელ, მეორე ნაწილში კი საერთოდ არ მოძრაობს. სოფლების ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად მუშაობს.

მოსახლეობის განმარტებით, მათ, ვისაც ავტომობილი საკუთრებაში არ ჰყავს, მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირება ურთულდებათ.

“სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში იმერეთის რეგიონის არის ათეულობით, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ზოგს ავტომობილი ჰყავს, მაგრამ ვისაც არ ჰყავს, მათ ძალიან ურთულდებათ რაიონულ ცენტრთან დაკავშირება. ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკოსები ურცხვად ამოდიან და ათას დაპირებას იძლევიან, თუმცა შემდეგ არცერთს არ ასრულებენ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები