რიკოთის უღელტეხილზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
მომხდარმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე საცობები გამოიწვია.
ადგილზე მყოფები “ინფო იმერეთთან” ამბობენ, რომ ავტომობილების კოლონები უძრავად დგას როგორც გვირაბში, ასევე მიმდებარე პერიმეტრზე.
კომენტარები